ღია დიპლომატიის ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 ასოციაციის დამფუძნებლებია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, რომლებიც ამჟამად მოქმედ დიპლომატიურ სამსახურში არ იმყოფებიან.

 ასოციაცია იზიარებს იმ იდეების, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ჩამოაყალიბა ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა.

 

 

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნები:

ა) საქართველოში დემოკრატიის შემდგომი დამკვიდრებისა და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა;

ბ) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებაში მონაწილეობა;

გ) ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) მონაწილეობა საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთკავშირის განმტკიცების საქმეში;

ე) საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებისთვის ხელშეწყობა;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობათა აქტუალური პრობლემების კვლევა;

ზ) ღია დიპლომატიის დამკვიდრებისათვის მიზანმიმართული საქმიანობა;

თ) სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა;

ი) მონაწილეობა დიპლომატთა, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის  სპეციალისტთა პროფესიული დაოსტატების საქმეში;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტთა მხარდაჭერა;

ლ) საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულრიზაციის საქმეში აქტიური მონაწილეობა; თეატრის, კინოს, მუსიკალური და სახვითი ხელოვნების მოღვაწეთა მხარდაჭერა და სახალხო დიპლომატიაში მათი აქტიური ჩართვა;

მ) დიპლომატთა და სახელმწიფო მოხელეთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

ნ) დიპლომატთა და სახელმწიფო მოხელეთა პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება.

საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა) აწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის აქტუალური პრობლემების კვლევას;

ბ) ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას. ამჟამად გამოდის ორი სამეცნიერო ჟურნალი `ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა~ და `შცრიპტა მანენტ~.   

გ) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას დიპლომატთა, საერთაშორისო ურთიერთობის, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტთა და ჟურნალისტთა  დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ე) ამზადებს საექსპერტო დასკვნებსა და წინადადებებს საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის პრობლემებთან დაკავშირებით;

ვ) ეწევა საერთაშორისო სამშვიდობო და ეკოლოგიის დაცვის საკითხების, ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;

ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;

თ) ლიტერატურის, მუსიკალური და სახვითი ხელოვნების, თეატრისა და კინოს მოღვაწეებთან ერთად ახორციელებს ღონისძიებებს წართული ხელოვნებისა და კულტურის პროპაგანდისათვის საზღვართარეთ;

ი) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

კ) ეწევა მოსახლეობაში  საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;

ლ) პროფესიული ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განხილვაში,

მ) ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ნ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

ო) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

 

                   ვუდრო ვილსონი, ამერიკის შეერთებული შტატების 28-პრეზიდენტი (28 დეკემბერი 1856 - 3 თებერველი 1924), დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი, მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის  ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორიცაა   ”კონგრესისეული მართვა” და ”სახელმწიფო”. ამ ნაშრომებმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა სამეცნიერო წრეებსა და ფართო საზოგადოებაში.

        სხვადასხვა დროს იგი იყო პრისტონის უნივერსიტეტის რექტორი (1902-1910 წწ.) , ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი (1910წ.), ხოლო 1912 წელს დემოკრატიული პარტიიდან ვ.ვილსონი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. მისი წინასაარჩევნო პროგრამას ეწოდებოდა  ”ახალი თავისუფლება” და წარმოადგენდა რეფორმების სისტემას პროგრესიზმის ნიშნით.  ვ.ვილსონმა შეძლო საბანკო სისტემის რეფორმირება და ცენტრალურ მმართველობაზე მისი დამორჩილება. პროგრესიული საშემოსავლო გადასახადის დაწესება განმტკიცებული იქნა კონსტიტუციის მე-16 შესწორებით.  ხოლო მე-17 შესწორებამ უზრუნველყო საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიზაცია, რაც გამოიხატა სენატის პირდაპირ არჩევნებში.

     1916 წელს ვ.ვილსონი მეორე ვადით იქნა არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. მან გაიმარჯვა ლოზუნგით: ”მან შეძლო არ ჩავბმულიყავით ომში”. სამწუხაროდ ომი თავიდან ვერ იქნა აცილებული და 1917 წლის 6 აპრილს აშშ ომი გამოუცხადა გერმანიას.

      1917 წლის ბოლოს, როდესაც გერმანია რუსეთთან მოლაპარაკებებს შეუდგა,  ანტანტის ქვეყნებში მოკავშირეობის კრიზისის საშიშროება გაჩნდა.  ამ სიტუაციაში ვ.ვილსონმა 1918 წლის 8 იანვარს გამოაცხადა   პროგრესიული მშვიდობისათვის ბრძოლის ცნობილი პროგრამა - ”14 პუნქტი?” ღია დიპლომატია, მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობა, საყოველთაო განიარაღება, ნაციონალობის შესაბამისად საზღვრების დადგენა  და ა.შ.

     ბოლო პუნქტი ითვალისწინებდა ერთა ლიგის შექმნას, რომელიც იქნებოდა ხალხთა კავშირი და გახდებოდა საყოველთაო მშვიდობის მნიშვნელოვანი გარანტია.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია და 1919 წლის 28 მაისს ხელმოწერილი ვერსალის ხელშეკრულება მთლიანობაში არ შეესაბამებოდნენ "14 პუნქტის" სულისკვეთებას, ასევე აშშ -ს სენატმა მხარი არ დაუჭირა ვერსალის ხელშეკრულების წარმოდგენილ ვარიანტს და ამერიკის შეერთებული შტატები არ გახდა ვერსალის სისტემის ერთა ლიგის გარანტი.

     მიუხედავად ამისა, ვ.ვილსონის პოლიტიკის წყალობით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნწილად შემობრუნდა ევროპისაკენ და მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებული  როლის შესრულებას შეუდგა.

საქართველო, თბილისი 0175 კოსტავას 77, VI კორპუსი VIII სართული ტელ: (+995 32) 36.45.14
77 Kostava st., 0175 Tbilisi, Georgia. Tel. (+995 32) 36.45.14, (+995 74) 40 56 77 E-mail: geoandopendip@yahoo.com