ღია დიპლომატიის ასოციაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტთან ერთად ატარებს უდმივმოქმედ სემინარებს ხელისუფლებისა და საზოგადოების აქტუალურ პრობლემებზე.

                                                               სემინარებში მონაწილეობენ ასოციაციის წევრები,  ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ჩატარებული სემინარები:

"სივრცული განზომილება" - მომხსენებელი პროფესორი ოთარ ქოჩორაძე

"სახელმწიფო მართვის კიბერნეტიკული მოდელი" - მომხსენებელი პროფესორი გიორგი ბაღათურია

"სახელმწიფო მართვის სწავლების კონცეფციიის განხილვა" - მომხსენებელი პროფესორი გიორგი ბაღათურია

"პოლიტიკური ემიგრაცია"- მომხსენებელი პროფესორი ანზორ აბრალავა

"ვიზუალური ხელოვნების როლი მართვაში" - მომხსენებელი შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა აბულაძე

     ასოციაციის მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოში სახელმწიფო მართვის სწავლების კონცეფცია, რომელიც გამოქვეყნებულია ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში  "ხელისუფლება და საზოგადოება" # 8 (2008 წელი)

 
”საქართველოში არსებული ძირძველი ენების განვითარების საკითხები” - მომხსენებელი ლევან მიქელაძე, ასოციაციის წევრი   

ჩატარდა სემინარი, რომელზედაც განხილულ იქნა საჯარო მმართველობის სწავლების კონცეფცია. კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნდება ჟურნალში „ხელისუფლება და საზოგადოება“ 2014 წლის ოქტომბერში.  მომხსენებელი პროფესორი გიორგი ბაღათურია
კონცეფციის გაცნობა შესაძლებელია აქვე .

 2014 წლის 5 ივლისს სემინარზე განხილულ იქნა საჯარო მმართველობის მაგისტრატურის რუსულენოვანი საგანმანათლებრო პროგრამა.  მომხსენებელი პროფესორი ოთარ ქოჩორაძე

 

2015 წლის 10 დეკემბერს ჩატარებულ სემინარზე მოსმენილ იქნა პროფესსორ გიორგი ბაღათურიას მოხსენება “კიბერნეტიკული პრინციპების გამოყენება პოლიტიკური პროცესების პროგნოზიებისთვის: ავღანეთიდან ისლამურ სახელმწიფომდე”.

 

2020 წლის  13 ნოემბერს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-14  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება-2020“. არსებული პანდემიის ვითარებაში კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, პროფესორო ქეთევან ქოქრაშვილი,   საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გენადი იაშვილი, სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება (თეორია, ისტორია, პრაქტიკა)“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი შოტა დოღონაძე. მათ წარმატებები უსურვეს კონფერენციას მონაწილეებს. გაიმართა სექციების მუშაობა,  კონფერენციის 50-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც საჯარო მმართველობის, ეკონომიკის, სამართლის ისტორიის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა. მონაწილეებს შორის გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია. კონფერენციაში გარდა გერმანელი მეცნიერებისა მონაწილეობდნენ უკრაინისა და ჩინეთის სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულის სახით.

საქართველო, თბილისი 0175 კოსტავას 77, VI კორპუსი VIII სართული ტელ: (+995 32) 36.45.14
77 Kostava st., 0175 Tbilisi, Georgia. Tel. (+995 32) 36.45.14, (+995 74) 40 56 77 E-mail: geoandopendip@yahoo.com